19 | 12 | 2018

იწყება პროგრამა "საქართველოს მოხალისე"

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით კონკურსს აცხადებს.
მოხალისეობის საკითხებთან დაკავშირებით დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახლაგზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გუბერნიისა და ოთხივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
• პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისოების გზით, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. 
• აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ შერჩეული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17-დან 25 წლამდე მოხალისე, (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან). შერჩეული ახალგაზრდები 1 წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს და 10-დან 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან მოხალისეობის საკითხებთან დაკავშირებულ ხუთ დღიან ტრენინგ-სემინარს. საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში და ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში. ტრენინგ კურსის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი მიენიჭება.
• პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე აღიჭურვება „საქართველოს მოხალისის“ ბრენდირებული აქსესუარებით: მაისურით,ბლოკნოტოთ, საწერ კალამით, სამაჯურით, სამკერდე ნიშნით, კეპითა და სერტიფიკატით. ასევე, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები. 
• დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ 31 მაისის ჩათვლით შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე:http://youth.gov.ge/home.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია