17 | 12 | 2018

მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში თათბირი გამართა.
როგორც თათბირზე ითქვა, ყველა სოფელში დასრულებულია ნიადაგის ხვნის სამუშაოები. თუ ამინდები ხელს შეუწყობს, თვის ბოლომდე დასრულდება თესვის სამუშაოებიც.
გამგებელმა მოისმინა სოფლებში შექმნილი პრობლემების შესახებ და დაავალა წარმომადგენლებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებამდე.
თათბირზე აღინიშნა, რომ სრულდება „სოფლის პროგრამის ფარგლებში“ გამოცხადებული ტენდერები და ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია