11 | 12 | 2018

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.
სხდომის დაწყებამდე გიორგი ხელაძემ საქართველოს დაამოუკიდებლობის დღე- ეროვნული დღესასწაული დარბაზში მყოფებს, მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულების პროექტები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს.
როგორც მომხსენებელმა, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ განმარტა, ქ.ლანჩხუთში ნინოშვილის ქ.№9-ში მდებარე ,,მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი“-ს ყოფილი უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა 146 კვ.მ 5200 ლარის ღირებულებით, მიწის ნაკვეთი 576 კვ.მ 5760 ლარის ღირებულებით), რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა ამჟამად რეგისტრირებულ ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბს“; სოფელ ნიგოითში 9505.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 შენობა-ნაგებობა, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლას“ და აკეთში არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 32.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით, პურის საცხობის მოწყობის მიზნით გადაეცემა მოქალაქე, გოჩა ღლონტს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საპრივატიზებო ობიექტებს სამი ახალი ობიექტი დაემატა, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის გზით ორი პრივატიზირებული ობიექტი ამოღებული იქნა საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხიდან და გეგმიდან.
სხდომაზე დაამტკიცდა განკარგულებები საკრებულოს კომისიების შემადგენლობების ცვლილებების შესახებ. აღნიშნული საკითხები საკრებულოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ წარმოადგინა.
საკრებულომ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლისათვის სამშობლოს დაცვისათვის დაღუპული ემზარ წილოსანის სახელის მინიჭებას და სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლისათვის სამშობლოს დაცვისათვის დაღუპული რუსლან წულაძის სახელის მინიჭებას შეეხება.
დღის წესრიგით წარმოდგენილ დანარჩენ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,სხვადასხვა“ საკითხის ფორმატში დეპუტატებმა სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
დეპუატატების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომწურავი პასუხი გასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია