11 | 12 | 2018

,,დამოუკიდებლობის 25 წელი, საქართველოს წარსული და მომავალი“

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გერმანიაში საქართველოს 2015 წლის ახალგაზრდა ელჩი, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მიხეილ სარჯველაძე ლანჩხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს საჯარო ლექციის ფარგლებში შეხვდა.
ლექციის თემა გახლდათ ,,დამოუკიდებლობის 25 წელი, საქართველოს წარსული და მომავალი“.
მიხეილ სარჯველაძე მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობაზე საქარვთელოს სახელმწიფოებრიობისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საბჭოთა პერიოდზე და იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ფაქტიურად არ მიმდინარეობს საბჭოთა ისტორიის გააზრების პროცესი. 
ლექციის მეორე ნაწილი ეხებოდა საქართველოს დასავლურ, საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამ კურსის მნიშვნელობას, ასევე პოტენციალს ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის და ეკონომიკური ურთიერთობების ჰარმონიზაციის გათვალისწინებით. შეხვედრის დასრულებისას მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო თემებზე.
შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთი ებრალიძის ორგანიზებით გაიმართა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია