მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პარასკევი, 27 მაისი 2016 14:55


დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აცანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აცანაში ე.წ. „მე-8 ბრიგადაში“ 140 მ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა დაიგო. ასევე ნაშენებას უბანში 80 მ სიგრძის გზა მოეწყო. 350 მ სიგრძის გზა დაიგო ოქონას მაცხოვრის სახელობის ტაძართან. აქვე დამონტაჟებულია გარე განათება და მოგვარებულია სასმელი წყლის პრობლემაც. აცანის ცენტრში დაიგო 210 მ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდა. გზებზე, სადაც ფაქტობრივად, გავლა შეუძლებელი იყო, დღეს გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს.
აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები აკეთში, არკადი ჩხაიძის ეზოსთან 75 მ სიგრძის გზა იგება. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილზე დაათვალიერა. რკინა-ბეტონის გზა დაიგო ჭანჭათსა და გაგურში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ვლად ნეფტ პროდუქტის“ წარმომადგენლობა საქართველოში აწარმოებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად სამუშაოები მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ და ზედამხედველობის სამსახურის მთვარმა სპეციალისტმა ხვიჩა ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა.