14 | 12 | 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

როგორც ცნობილია, ქვეყანაში და განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში, მწვავედ დგას კოლხური ბზის ხმობის საკითხი ამიტომაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სმინისტროს კოორდინაციით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის ინიცირებით მომზადებულია
„კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა“ რომლის განხორციელებაშიც კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აჭარის სატყეო სააგენტო.

სამოქმედო გეგმით ძირითად ღონისძიებად განსაზღვრულია დაზიანებული ბზის კორომებში მავნებლის - ბზის ალურას წინააღმდეგ განსახორციელებელი ბრძოლის ღონისძიებები და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა/დამუშავებას ჩვენს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, (გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში) გეგმავს მიმდინარე წლის 01 ივნისიდან (კლიმატური პირობების გათვალისწინებით). შეწამვლა განხორციელდება ეტაპობრივად ზემოაღნიშნულ სამივე რეგიონში.
რაც შეეხება გამოსაყენებელ პრეპარატს, სატყეო-პათოლოგიური კვლევისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან წერილობით მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე დაზუსტდა გამოსაყენებელი პრეპარატი. პრეპარატი შეირჩა დიდი სიფრთხილით, რადგან, შეწამვლა შესაძლოა რიგ ადგილებში განხორციელდეს დასახლებული ადგილებისა ან/და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. მავნებლის ბიოეკოლოგიის გათვალისწინებით რეკომენდირებულ იქნა ენტომოპათოგენური ბაცილის Bacillus thuringiensis ბაზაზე დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატი ლეპიდინი. როგორც აღინიშნა, პრეპარატი წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დამუშავებისთვისაც და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში.
დამუშავება განხორციელდება დილის (გათენებისას, მზის ამოსვლამდე) და საღამოს საათებში (დაზუსტებული დღეები გეცნობებათ დამატებით) და ამ პერიოდისთვის რეკომენდირებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უშუალოდ ღონისძიების განხორციელების წინა პერიოდში დამატებით გაავრცელებს გამაფრთხილებელ განცხადებებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხოლო, შეწამვლის პროცესი განხორციელდება სპეციალისტების ზედამხედველობით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია