14 | 12 | 2019

მუნიციპალიტეტის დონეზე სპორტული სტრატეგიისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირმა მგელაძის თქმით, ეს იყო საქმიანი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მუნიციპალიტეტებში ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემური საკითხი. სამინისტროს გააჩნია ახლებური მიდგომა ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა სამომავლოდ დაგეგმილ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაში. შეხვედრის ძირითადი თემა იყო მუნიციპალიტეტის დონეზე სპორტული სტრატეგიისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურისა და ისტორიის გათვალისწინებით, რეგიონულ და ეროვნულ ფედერაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ადგილობრივი მწვრთნელების დანიშვნისას შესაბამისი სპორტული ფედერაციებიდან წარდგინების სავალდებულობა. ყოველწლიურად სპორტული ანგარიშების წარდგენა, 2015 წლის თბილისის ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის მზადების პროცესში აქტიური ჩაბმა, სასკოლო სპორტის მხარდაჭერა და სხვა მიმდინარე საკითხები.

ირმა მგელაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელია. მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს სასიამოვნო სიახლეებს:  ახალი სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც ~ბურევესტნიკის~ ბაზაზე გაიხსნება და სპორტის კვალიფიციურ სპეციალისტებს, სხვადასხვა სახეობის ლიცენზირებულ მწვრთნელებს მოამზადებს.  გაიხსნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც მოემსახურება სპორტსმენთა  არა მარტო მკურნალობას, არამედ მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს. ყოველი შეჯიბრების წინ სავალდებულო გახდება სპორტსმენთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.   ასევე რეგიონის დონეზე შეიქმნება შუალედური რგოლი სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია