11 | 12 | 2018

ჩოჩხათში გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ჩოჩხათი-გულიანი-სუფსის 11 კილომეტრიან გზაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპზე სამუშაოები ჩოჩხათის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან და საჯარო სკოლის წინ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო. 11 კილომეტრიანი გზით შვიდი სოფელი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება საერთო ჯამში სამი მილიონი ლარია და ის ჩოჩხათი-გულიანი-სუფსის საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოებს შპს "სამკუთხედი" ასრულებს. პროექტი გარდამავალია.
"გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და ჩოჩხათელებს ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა ნორმალური გზა, რომლითაც იოლად ვუკავშირდებით ლანჩხუთს. ეს მართლა საუკუნის პროექტია" - გვითხრა ჩოჩხათის მაცხოვრებელმა ია ფირცხალაიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია