15 | 12 | 2018

გამგებელმა „იავნანას“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დღის ცენტრ „იავნანა“-ს აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღსაზრდელებს ტკბილეული გადასცა. მასთან ერთად ასევე კორპორაცია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლობა საქართველოში იმყოფებოდა. მათ აღსაზრდელებს სასკოლო და საკანცელარიო ნივთები გადასცეს.
ბატონმა ზაზამ პატარებს წმინდა ნინოს შემობრძანება და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
დღის ცენტრ „იავნანა“-ს დირექტორმა ციცო ჩხარტიშვილმა აღნიშნა: -ყველაზე მეტ მხარდაჭერას ვგრძნობთ გამგებლისაგან. ბატონო ზაზა, არ იკარგება თქვენი მუდმივი ყურადღება ჩვენი ცენტრის და აღსაზრდელების მიმართ.
„იავნანა“-ს აღსაზრდელებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია