15 | 12 | 2018

ლანჩხუთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე გამგეობის თანამშორმლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად თავდაპირველად ქალაქის სააღმზრდელო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც პატარებმა სტუმრები ზღაპრულ სამყაროში გადაიყვანეს.
ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პეპი და მაუგლი, ჩექმებიანი კატა და წითელქუდა, სალამურა და ბაია, ის კი არა, სპაიდერმენიც კი მოსულიყო ამ საოცარ დღესასწაულზე მონაწილეობის მისაღებად. 
კონცერტის დაწყებამდე ბავშვებმა ეზოში დახატეს მზე და ყვავილები, ანუ ისეთი სამყარო, როგორზედაც ისინი ოცნებობენ. 
ქვიანის სააღმზრდელო ცენტრის პატარა გოგო-ბ იჭებმაც მოხიბლეს სტუმრები, სადაც სადღესასწაულო კონცერტი საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
"ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ პატარებს მართლაც ლაღი და ლამაზი ცხოვრება ჰქონდეთ. ბატონი ზაზა ურუშაძე მოსვლის დღიდან ყურადღებას არ აკლებს საბავშვო ბაღებს. ხუთი ახალი ბაღი აშენდა ჯურუყვეთში, წყალწმინდაზე, ქვიანში, მაჩხვარეთსა და გაგურში. შუხუთსა და სუფსაში მალე დაიწყება საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია, შენდება ახალი საბავშვო ბაღები ნიგოითსა და ლესაში. საერთოდ, 16 სააღმზრდელო ცენტრს ჩაუტარდა სრული რემონტი," - განაცხადა სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, დავით წულაძემ.
"მადლობა მინდა გადაგგიხადოთ ამ ლამაზი დღისთვის. თქვენ მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. გპირდებით, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა სააღმზრდელო ცენტრებს" - აღნიშნა თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
საპირველივნისო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზერდელო ცენტრში ჩატარდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია