11 | 12 | 2018

ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა

2 ივნისს ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა.
პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები ტრადიციულად პოლიციის სკვერში შეიკრიბნენ.
მოქმედ და ვეტერან პოლიციელებს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსმა დავით წულაძემ მიმართა.
ანსამბლმა „მხედრებმა“ „შავლეგო“ და „მრავალჟამიერი“ ააგუგუნეს...
პოლიციელებმა გაიხსენეს კოლეგების ღვაწლი და დამსახურება მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე.
პრეფესიული დღესასწაული მათ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ მიულოცეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია