19 | 12 | 2018

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

 

2 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ:გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე,გამგებლის წარმომადგენელი სუფსაში ლევან შარიქაძე და სხვა დაინტერესებული მხარეები.საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ მწვავედ დააყენეს საკითხი არსებული საფრთხეებისა და პრობლემების შესახებ.ძირითადად,დამსწრეე ბმა ყურადღება გაამახვილეს სუფსის ტერმინალის მოქმედების შედეგებზე,ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებზე.
შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს არსებული,ექსპლუატაციაში მყოფი მილსადენის გარკვეული მონაკვეთების გამოცვლას,რაც შესაძლებელს გახდის უსაფრთხოდ და ეფექტურად გაგრძელდეს ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სუფსის ტერმინალამდე.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიმარტა, რომ BP წარმოადგენს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ოპერატორ კომპანიას საქართველოში, რომელიც მოქმედებს საქართველოს მილსადენის კომპანიის (GPC) სახელით და გეგმავს მილსადენის გარკვეული სექციების გამოცვლა მილსადენის სექციების მარშრუტის შეცვლას. პროექტის მიზანია აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავ ზღვაზე არსებულ სუფსის ტერმინალამდე ნავთობის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირების უწყვეტობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ახალი სექციების მთლიანი სიგრძე დაახლოებით 13,6 კმ-ია. ისინი არსებული მილსადენის სიახლოვეს განთავსდებიან, თუმცა გვერდს აუვლის ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა მეწყერები. ძირითადი სამუშაოების დაწყება იგეგმება 2016 წლის ბოლოს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია