11 | 12 | 2018

ენერგეტიკის მინისტრი შუხუთს სტუმრობდა

4 ივნისს,ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამედოვმა შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი გაზსადენის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
შუხუთში აშენებული იქნება 26 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელიც გაზიფიცირების საშუალებას მისცემს 750 აბონენტს.
დღეის მონაცემებით ლანჩხუთში აშენებულია 69 კილომეტრიანი გაზსადენი და გაზიფიცირებულია 2980 პოტენციური აბონენტი.
გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები სტუმრებთან ერთად გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა თემურ ჩხაიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დაათვალიერეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია