11 | 12 | 2018

წიგნის პრეზენტაცია ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერალ, გურამ ოდიშარიას წიგნის „პრეზიდენტის კატა“ -პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციაზე ვრცლად მიმოიხილეს გურამ ოდიშარიას შემოქმედება და წაიკითხეს ამონარიდი ახალი რომანიდან.
დასასრულ ბატონმა გურამმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკვე მეორედ იმყოფება ლანჩხუთში, მას ბევრი საერთო აკავშირებს ამ რაიონთან.
არ არის გასაკვირი, რომ პრეზენტაციას აფხაზეთის თემა, მონატრება, საშინელი ომის დღეები გასდევდა მთვარ მოტივად. კიდევ ერთხელ, ამჯერად გურიიდან მოეფერა ბატონი გურამი საქართველოს ამ მშვენიერ კუთხეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, ადმინისტრაციის უფროსი მაგული კუნჭულია და გამგებლის მრჩველი მარინა კეიდია ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია