17 | 12 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე. დღის წესრიგის საკითხები საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.
რიგგარეშე სხდომის დღისწესრიგი მხოლოდ ორ საკითხს ითვალისწინებდა. კერძოდ: 1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ. 2. „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ.
დეპუტატებმა სტიქიის სალიკვიდაციო თანხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ მთავრობის განკარგულება ბიუჯეტში აუცილებელია დროულად აისახოს. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო თანხების გადანაწილებას, ადმინისტრაციული ერთეულების დეპუტატებთან და გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად მოხდება შეჯერება და ხელახალი განხილვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია