19 | 12 | 2018

ფრაქცია "ქალები პოლიტიკაში" სხდომა გამართა

7 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, „ქალები პოლიტიკაში“ სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
პირველი საკითხი ფრაქციისთვის სახელის შეცვლა იყო. აღინიშნა, რომ ფრაქციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა საკრებულოს წევრმა, ომარ გოგიჩაიშვილმა. 
ფრაქციის თავდაპირველი სახელწოდებიდან გამომდინარე, ომარ გოგიჩაიშვილის გაწევრიანება ვერ მოხერხდა, ამიტომ, ადგილი რომ არ ჰქონდეს დისკრიმინაციის ნიშნებს, ფრაქციის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს სახელის შეცვლა და გადაწყვიტეს, რომ სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მეტი ქალი პოლიტიკაში“.
ფრაქციის თავმჯდომარემ, ნონა მურვანიძემ კენჭი უყარა დღის წესრიგის საკითხს, რომელიც ფრაქციის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია