11 | 12 | 2018

გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

8 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსმა ნუგზარ ბოლქვაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გამგებელი ადგილზე გაეცნო ტროტუარების კეთილმოწყობას, ქვაფენილის დაგებას.
ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ქალაქში არსებული ყველა დასასვენებელი პარკი, მიმდებარე ტროტუარები კეთილმოეწყობა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს.
მოქალაქე თამაზ ურუშაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ზაზა ურუშაძეს და აღნიშნა:- მოვითქვით სული,ძალიან მიხარია ტროტუარის მოწყობა, საუკეთესოდ გაკეთდა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერს, ქვაფენილის დაგება დასრულდა. რამდენიმე ადგილზე უკვე გაკეთებულია პანდუსი. უახლოეს დღეებში დაიწყება შადრევნის კეთილმოწყობის სამუშაოები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია