11 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისამ მონიტორინგი განახორციელა

8 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ახალსოფლის, სუფსის, ღრმაღელისა და წყალწმინდის საბავშვო ბაღებში მონიტორინგი განახორციელა.
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა- ნონა მურვანიძემ, თემურ მარშანიშვილმა და ჯუმბერ ბლაგიძემ ადგილზე მისვლით შეისწავლეს აღნიშნულ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა.
კომისიის განცხადებით, მონიტორინგის მიზანი სწორედ სიტუაციის შესწავლა, პრობლემების აღმოფხვრა და არსებული ვითარების გაუმჯობესება გახლავთ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია