გამგებელი მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 14 ივნისი 2016 13:20

14 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭინათის მოსახლეობას შეხვდა. მდინარე ლესის ნაპირთან მცხოვრები 8 ოჯახი საცალფეხო ხიდის ამარაა დარჩენილი, მდინარის ადიდების დროს კი ფაქტობრივად, გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი.
მუნიციპალიტეტის გამგებელი დაპირდა მათ, რომ აუცილებლად, უახლოეს დღეებში ხიდის აშენება დაიწყება.