19 | 12 | 2018

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მამათსა და აცანაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მამათში სხვადასხვა უბნებში რკინა-ბეტონის გზა გაკეთდა, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები აცანაში. უბნებში, სადაც, ფაქტობრივად, გადაადგილება შეუძლებელი იყო, დღეს ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ბატონმა ზაზამ აცანაში ადმინისტრაციულ შენობასთან დამეწყრილ ტერიტორიაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი და გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. ის ამავე დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა: „- აღნიშნული სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაფინანსდა. რკინა-ბეტონის გზების დაგება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება.“

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია