- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 17:42
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის სამსახურის უფროსთან, თამარ ფირცხალაიშვილთან ერთად ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ასი წლის ქალბატონი, თამარ კუპრაძე დაასაჩუქრა.
ასი წლის თამარ კუპრაძეს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საჩუქრად ორასი ლარი და ტკბილეული გადაეცა.
"დიდი მადლობა ყველას, რომ გამიხსენეთ. ყველას გლოცავთ და გისურვებთ, რომ ბედნიერად იცხოვროთ" - ასე დალოცა მასპინძელმა სტუმრები.
თამარ კუპრაძესთან მუნიციპალიტეტის გამგებელს ასევე საკრებულოს დეპუტატი ღრმაღელიდან თემურ მარშანიშვილი და გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე დავით რუსიძეც ახლდნენ.