21 | 11 | 2017

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ აღნიშნა, რიგგარეშე სხდომა გამგებლის წინადადების საფუძველზე მოიწვიეს. დღის წესრიგი მხოლოდ ორ საკითხს მოიცავდა.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“.
ლანჩხუთის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილებია: ქ. ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩა, ძირითადად ეს გახლავთ სკვერის მიმდებარე ტერიტორიები, გვიმბალაურის, შუხუთის, აცანის, ჩიბათისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული სკვერები ; მამათის, აკეთის, აცანისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართულია მოსაცდელებზე. 
საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობებზე, საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობების ინტერიერსა და ექსტრიერში, ა(ა)იპ-ების შენობა-ნაგებობებზე, საგზაო ნიშნებზე. 
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცებუს შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა