11 | 12 | 2018

გამგებელი შუხუთის საბავშვო ბაღს ესტუმრა

16 ივლისს,მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე შუხუთის საბავშვო ბაღს ეწვია.
სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს. პატარები ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით თავს აწონებდნენ მაყურებელს, რომელიც ყველა მათ მიერ შესრულებულ ნომერს გულთბილად და ოვაციებით ხვდებოდა.
შუხუთის საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 60 აღსაზრდელია, მათგან 20 უკვე სკოლამდელი ასაკისაა. აქ ორი ასაკობრივი ჯგუფია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს "დამბა" ასრულებს. სრულიად გამოიცვლება შენობის სახურავი და აღდგება დაზიანებული კედელი. შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება. სამუშაოების ღირებულება 265 562 ლარია.
კონცერტის დასასრულს გამგებელემა ზაზა ურუშაძემ ბავშვებს სკოლისაკენ გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია