15 | 12 | 2018

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლანჩხუთის კლინიკა დაათვალიერა

16 ივლისს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკაში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამის სამსახურებთან ერთად დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია. გამგებლის განცხადებით, დაიწყება სანიაღვრე კოლექტორების მოწესრიგება და გაკეთდება ახალი ჭიშკარი. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება.
კლინიკის ერთ ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის ინიაციატივით, უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარემონტდა ოთახები, დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა, მოწესრიგდა სველი წერტილები და ა.შ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია