11 | 12 | 2018

აკეთში ელექტროსადენების შეცვლა მიმდინარეობს

როგორც გამგებლის წარმომადგენელმა აკეთის ადმინისტრაციული ერთეულში მანუჩარ ღლონტმა გვაცნობა, აკეთში მაღალი ძაბვის ბოძების შეცვლა და ახალი ელექტროსადენების გაყვანა მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო სოფელ აკეთში ელექტროსადენები დაზიანდა. მოძველებული იყო მაღალი ძაბვის ბოძებიც. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, სოფელში სამუშაოები უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია