11 | 12 | 2018

წიგნის „გურიის რესპუბლიკის“ პრეზენტაცია

17 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა ცნობილი რეჟისორისა და მწერლის ირაკლი მახარაძის წიგნის „გურიის რესპუბლიკის“ პრეზენტაცია. (გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში).
პრეზენტაციაზე სტუმარი ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნუნუ ენუქიძემ წარადგინა.
ირაკლი მახარაძე გახლავთ კინორეჟისორი , მკლევარი. გადაღებული აქვს დოკუმენტალური და ანიმაციური ფილმები: ,,ლელოს შემობრუნება“, „უაილდ ვერსთის მხედრები“, ,,ვინც მოვიდა გაუმარჯოს!“, ,,დიმიტრი შევარდნაძე“, „გურული ფირალები“,“აღმოსავლეთის ექსპრესი“. არის ავტორი წიგნებისა „გურული მხედრები ამერიკაში“, ,,ერთი მუჭა ვესთერნი“, ,,გურული ფირალები“, ,,ტერორისტები“ ( ლაშა ხეცურიანთან ერთად), ,,ქართველები ამერიკაში“, ,,დიადი მუნჯი ქართული მუნჯი კინოს ისტორია“. მისი სტატიები იბეჭდბა ქართულ ამერიკულ ჟურნალებში. არის გურული მოჯირითეებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ავტორი. 
2015 წელს მისი წიგნი „გურული მხედრები ამერიკაში“, ( Georgian Trick Riders in Amerikan Wild West Shows,1892-1920’s ) გამოიცა აშშ-ში და არის ლიტერატურული პრემია „საბა“-ს 2015 წლის ლაურიატი.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,გამგებლის მრჩეველი მარინა კეიდია,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავჯდომარე ია ჩხაიძე, ასევე საკრებულოს დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე ესწრებოდნენ. 
ბატონმა ირაკლიმ , ბრძანა, რომ „გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში“.
შეხვედრამ თბილ ვითარებაში ჩაიარა. დამსწრეებს საშუალება მიეცათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ წიგნის ავტორს და შეკითხვებზე პასუხი მიეღოთ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია