11 | 12 | 2018

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას.
სწავლება ჩატარდება საზოგადოებრივ ცენტრებში და შეეხება შემდეგ თემებს:
1. სამართალი და ადამიანის უფლებები
2. კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა
3. საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები
4. რა არის ევროკავშირი?
5. რა არის დისკრიმინაცია?
6. ეფექტიანი კომუნიკაცია
7. კონფლიქტის მართვა
8. დროის მართვა
9. პროექტის მართვა
10. პროექტის წერა
პროექტში „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაივლის რეგისტრაციას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- არის იმ სოფლიდან, სადაც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებსაც;
- არის 18-დან 65 წლამდე;
- სურს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
- დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდება ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:
1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება ქვემო ნატანებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში;
2. სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე: tcj.gov.ge
პროექტის მიზანია: სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გზით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია