15 | 12 | 2018

ახალსოფლის საბავშვო ბაღში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

დღეს ახალსოფლის საბავშვო ბაღში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პატარა აღსაზრდელებმა მრთლაც, რომ შესანიშნავი ნომრები წარმოგვიდგინეს, მხიარული ლექსებით სიღერებითა და ცეკვებით მოგვწონეს თავი. განსაკუთრებულად გამორჩეული იყო დოლიძეების ოჯახის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერა.
ახალსოფლის საბავშვო ბაღმა 11 აღსაზრდელი გააცილა სკოლისკენ.
ღონისძიებას გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, განათლების და კულტურის გაყოფილების უფროსი ქეთი ებრალიძე, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი დავით წულაძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აღმზრდელებს და პატარებს შესანიშნავი სანახაობისთვის და სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია