- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 21 ივნისი 2016 16:32
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ლანჩხუთში ახორციელებს უფასო სამედიცინო კვლევებს.
სკრინინგის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერის მზია კვირკველიას თქმით, გასინჯვები კიდევ სამ დღეს გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ერთი დღეც დაემატოს.
ლანჩხუთში უფასო გამოკვლევები ტარდება მამოლოგიაში, გინეკოლოგიაში და მამაკაცებს უტარდებათ პროსტატის გამოკვლევა. ჩამოსულები არიან კვალიფიციური ექიმები: ლალი ბურჯანაძე, ნინო წკრიალაშვილი და ნინო აივაზაშვილი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ექიმებს ბინით უზურუნველყოფს.
