11 | 12 | 2018

გუბერნატორმა ლანჩხუთში ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისთვის სუფსა-გულიანის გზის მონაკვეთზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ახორციელებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია