14 | 12 | 2018

გუბერნატორმა სუფსაში მცხოვრებ იური ბლაგიძეს ეტლი გადასცა

გურიის რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის სამედიცინო ეტლების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრებ იური ბლაგიძეს ეტლი გურიის გუბერნატორმა პირადად მიუტანა.
„ჩვენ დღეს ვესტუმრეთ სოფელ სუფსაში მცხოვრებ იური ბლაგიძეს, რომელსაც აქტიური ეტლი გადავეცით. ბენეფიციარი განსაკუთრებულ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. მე მას მაქსიმალური დახმარება აღვუთქვი. ჩვენთვის სოციალური სფერო პრიორიტეტულია და აქედან გამომდინარე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და ამერიკელ დონორებს მხარდაჭერისთვის. მათთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონში უკვე 100-მდე სამედიცინო ეტლი დარიგდა,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია