14 | 12 | 2018

გამგებელმა დაზარალებული ოჯახი მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმომადგენელთან ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ნანაძესთან ერთად თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრები რუსუდან მანაგაძის სახლი მოინახულა.
სახლი გუშინ ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმომადგნელს დაავალა დოკუმენტაციის დროულად მოწესრიგება, რათა დაზარალებულს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასწრაფოდ აღმოუჩინოს დახმარება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია