10 | 12 | 2018

საჩუქარი ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლას

23 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს თამარ ფირცხალაიშვილთან და კულტურის განყოფილების უფროს ქეთევან ებრალიძესთან ერთად ფულადი თანხა საჩუქრად გადასცა ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებულ ხუხუნაიშვილების სახელობის ბავშვთა სიმღერა-გალობის სკოლის გუნდს (ქორმაისტერი ავთანდილ თურქია).
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეორვნულ კონკურსზე ხსენებულმა გუნდს სხვადასხვა კატეგორიაში ლაურეატის წოდება მიენიჭა და დაიმსახურა ოქროს და ვერცხლის მედლები. 
- დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ასახელეთ ჩვენი მუნიციპალიტეტი. თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ, რომლითაც ვამაყობთ და კიდევ უფრო ვიამაყებთ. გისურვებთ უფრო დიდ წარმარტებებს, - მიმართა ზაზა ურუშაძემ ბავშვებს.
თანხა წარმატებულ ბავშვებს გადაეცა "შემოქმეთა წახალისების პროგრამის" ფარგლებში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია