21 | 11 | 2017

სატენდერო კომისია შეიკრიბა

დღეს სატენდერო კომისია, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით გამოყოფილ 850 ათას ლარზე.
მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსის, მაია აფხაზავას თქმით, ტენდერი გამოცხადდა სამი სახის სამუშაოზე. ესენია: ნაპირსამაგრი, გზის შეკეთებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
კომისიაზე ითქვა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები თითქმის მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს და ჩატარდება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: აცანა, აკეთი, შუხუთი, ქალაქი, გვიმბალაური, მაჩხვარეთი, ნიგოითი, ლესა, ჩიბათი, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი, ნინოშვილი, ღრმაღელე, ჩოჩხათი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა