10 | 12 | 2018

ლეილა ბალაძის ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე სოფელ აცანაში, ლეილა ბალაძის 7-სულიან ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრნენ და ცენტრ “აფხაზეთის“ წარმომადგენლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთი“ ეკომიგრანტებს 5 კულტივატორი (მინიტრაქტორი), 6 ბალახის საჭრელი აპარატი (სათიბელა), 4 ჯაჭვური ხერხი, წყლის გამფრქვევი („კერხერი“), წყლის ავზი და სხვა მოწყობილობები დაურიგა. 
„საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სულ 42 ოჯახი დაფინანსდა, მათ შორის 36-ს მსხვილფეხა პირუტყვი გადაეცა. აღნიშნულ პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი“აფხაზეთი“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ეკომიგრანტ ოჯახებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდათ. 
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან 2014 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გასულ წელს 53 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები შეისყიდა.
პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის პარალელურად, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, მათ საჭიროებებზე მორგებული, მცირე გრანტებიც გადაეცათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია