17 | 12 | 2018

ფრაქციის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა.
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, სოფელ ჩიბათში არსებული 7809.00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით “ გადაცემას გულისხმობს. საკითხს, რომელიც მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა, ფრაქციამ მხარი დაუჭირა.
ფრაქციაზე განხილული იყო ასევე საკითხები, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული წესების მიხედვით მოხდება საკრებულოსა და გამგეობაში საქმისწარმოების დარეგულირება. 
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ ფრაქციამ ,,სხვადასხვა“ საკითხების ირგვლივ იმსჯელა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია