15 | 12 | 2018

ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა

27 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, სოფელ ჩიბათში არსებული 7809.00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით “ გადაცემას გულისხმობს. საკითხს, რომელიც მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა, კომისიამ მხარი დაუჭირა.
სხდომაზე ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ და ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლანჩხუთი-სერვისის“ მიერ გაწეული მუსაობის შესახებ ექვის თვის ანგარიში მოისმინეს. 
წარმოდგენილი ანგარიშები კომისიამ ცნობად მიიღო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია