14 | 12 | 2018

ლანჩხუთელებმა თავი ისახელეს

გუშინ ოზურგეთში, გურიის ისტორიაში უკვე მეორედ ჩატარდა შშმ პირების რეგიონული ტურნირი სპორტის ოთხ სახეობაში: ნარდში, შაშში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში.
ტურნირში ხუთი ლანჩხუთელი მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს:
ჭადრაკში მესამე ადგილზე გავიდა მარიამ ნუცუბიძე, ნიკა ზენაიშვილმა კი მეორე ადგილი დაიკავა; მკლავჭიდში გიორგი სანიკიძე მეორე ადგილოსანი გახდა, ხოლო ლომინი თოფურია მესამე ადგილს დასჯერდა ნარდში.
მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირს პატრონაჟს უწევდა გურიის მხარის ადმინისტრაცია. ოთხივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას კი სპეციალური პრიზები ჰქონდათ დაწესებული. 
ლანჩხუთიდან ჩვენივე მუნიციპალიტეტის სპეციალური პრიზები წილად მარიამ ნუცუბიძეს და გიორგი სანიკიძეს ხვდათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია