14 | 12 | 2018

გამგებელმა "სპორტული ცენტრის" ახალი დირექტორი წარადგინა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ა(ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" ახალი დირექტორი, გურამ იმნაიშვილი ცენტრის თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
გურამ იმნაიშვილი მეოთხე წელია გამგებლის წარმომადგენელია მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ის ლანჩხუთის სასპორტო სკოლის აღზრდილიცაა.
"მე ვენდობი და მჯერა ამ ადამიანის, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, რაც თქმა უნდა, თქვენთან ერთად. ჩვენი მიზანია, რომ სპორტული ცხოვრება ჩვენ მუნიციპალიტეტში წინ წავიდეს და ცენტრმა თავისი მისია შეასრულოს. ძალიან მალე ლანჩხუთს ექნება უნიკალური შენობა, სადაც სპორტული ცენტრი განთავსდება. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში კი არა, ქვეყნის მასშტაბითაც უნიკალური ცენტრი გვექნება. ახლა სწორედ თქვენზე დამოკიდებული, როგორ წარმართავს მუშაობას. მე თქვენი იმედი მაქვს" - აღნიშნა შეხვედრაზე ზაზა ურუშაძემ.
სპორტული ცენტრის აქ უკვე ყოფილმა დირექტორმა, მინდია დვალიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია