11 | 12 | 2018

ფრაქცია “მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა

28 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“, მოხსენება რომან ბიწაძემ გააკეთა. მანვე ისაუბრა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ . 
საკითხის შესახებ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , ინფორმაცია სხდომას გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ მიაწოდა. ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი საკითხი მეტ დასაბუთებას მოითხოვს. 
სხდომაზე ფრაქციის მიერ განხორციელებული სოფლების შუხუთის, ნიგოითის, ჭყონაგორის, ქვიანის ბიბლიოთეკების და თვალიერების შედეგები განიხიელეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულები იყვნენ ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ‘’ ხელმძღვანელი ადელინა კილაძე და ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი, ნუნუ ენუქიძე. ფრაქციის წევრებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს ბიბლიოთეკებში აღმოჩენილი პრობლემები და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია