17 | 12 | 2018

„გურია ნიუსის“ ვებ.გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის პასუხად

„გურია ნიუსის“ ვებ.გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „სპორტული ცენტრის“ ახალ ხელმძღვანელს, გურამ იმნაიშვილს თითქოსდა, არა აქვს უმაღლესი განათლება.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გურამ იმნაიშვილს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ის პროფესიით ეკონომისტია. მან წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის წინაპირობა სწორედ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა იყო.
გურამ იმნაიშვილმა 2004 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალის სრული კურსი სპეციალობით ეკონომიკა.
დიპლომის ასლს აქვე გთავაზობთ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია