10 | 12 | 2018

თათბირი გამგებლის წარმომადგენლებთან

1 ივლისს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონ ზაზა ურუშაძე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობა მიმოიხილა.
როგორც თათბირზე აღინიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები რამდენიმე სოფელში უკვე დასრულებულია, ბევრგან კი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სამუშაოების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე.
აღინიშნა, რომ ბევრ სოფელში პრობლემაა გარე განათება, რისთვისაც სხდომაზე მოიწვიეს ა(ა)იპ "ტექსერვისის" თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე.
გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თითოეულ წარმომადგენელს დაავალა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდნონ საქმეს და თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებზე რეაგირება დროულად აგააკეთონ.
"მე გენდობით თქვენ და გენდობათ მოსახლეობაც. ახლა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული როგორ გაამართლებთ ამ ნდობას" - აღნიშნა გამგებელმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია