10 | 12 | 2018

საკრებულოს სხდომა გაიმართა

30 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ , რომლის თანახმად სოფელ ჩიბათში არსებული 7809.00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობით სარგებლობის უფლებით გადაეცა ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრს“ . 
საკრებულომ მიიღო დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“. 
საკრებულოს მიერ დამტკიცდა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებლის გამნარტებით, საკრებულოში აღნიშნული წესით მოხდება საქმისწარმოების დარეგულირება. 
ასევე დამტკიცდა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
დღის წესრიგით წარმოდგენილ დანარჩენ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში დეპუტატებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ უპასუხა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია