11 | 12 | 2018

ფრაქციის წევრები სოფლის ბიბლიოთეკებში იმყოფებოდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრები, ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“, აცანის,მამათის, ქვემო აკეთისა და ჭანჭათის ბიბილიოთეკებში არსებული ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ.
როგორც ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, აღნიშნული ბიბლიოთეკები მოწესრიგებულია და შესაბამისი გარემოა მკითხველისთვის შექმნილი. თუმცა, შენობები რომლებშიც ჭანჭათისა და ქვემო აკეთის ბიბლიოთეკებია განთავსებული შეკეთებას საჭიროებს. თითქმის ყველგან გასაახლებელია წიგნადი ფონდი.
მათვე თქმით, დაწყებულია სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაციის პროცესი, აცანისა და ქვემო აკეთის ბიბლიოთეკებს კომპიუტერი უკვე გადაეცათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია