11 | 12 | 2018

სპორტული ცენტრის აღსაზრდელები სპორტულ შეკრებაზე გაემგზავრნენ

 

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა გურამ იმნაიშვილმა გვაცნობა, 2-3 ივლისს ქ. ფოთში საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. სპორტული ცენტრიდან 15 კარატისტი მონაწილეობდა. ოქროს მედლები მოიპოვეს: ლაშა კოსტავამ, ბათა დუმბაძემ, ლიზი თურქიამ, გიორგი ზენაიშვილმა. ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი ტუღუში, დავით დუმბაძე, ზურაბ ლომაძე და გიორგი ჩხაიძე. ბრინჯაოს ნიკა დარჩია, ზურაბ ბერიძე, გუგა ლომაძე, ანრი ჩხარტიშვილი და მერაბ ლომაძე დასჯერდა.
გარდა ამისა, 4 ივლისს დაბა სურამში სასწავლო საწვრთნელ შეკრებაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდი გაემგზავრა. გუნდის შემადგენლობაში 8 სპორტსმენი და ორი მწვრთნელია (დავით მჟავია, ზაზა ღლონტი) შეკრების ხანგრძლივობა 14 დღეს გაგრძელდება. დღესვე ქობულეთში შეკრებაზე გაემგზავრა სპორტული ცენტრის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდი 8 სპორტსმენი (მწვრთნელები: კახა აფხაზავა, კახა გოგოლიშვილი) გამგზავრების წინ სპორტსმენებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. შეკრებებზე ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია