სოციალურ საკითხთა კომისიამ მონიტორინგი განახორციელა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 09:22

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ მონიტორინგი განახორციელა.
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს იქ არსებული მდგომარეობა.
ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდზედამხედველობას, იმუნიზაციას და პრევენციულ ზომების განხორციელებას. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა გამოიკვეთა რიგი პრობლემები. დაწესებულებაში აუცილებელია პირობების გაუმჯობესება, მოსაწესრიგებელია სველი წერტილები. 
როგორც კომისიამ განაცხადა მონიტორინგის მიზანი პრობლემების მოგვარების გზით არესებული სიტუაცუიის გაუმჯობესება გახლავთ.
აღნიშნული სამსახურის მიერ გამოითქვა ლანჩხუთში ლაბორატორიის შექმნის ინიციატივა და როგორც აღნიშნავენ ამის რესურსი არსებობს, დაწესებულებას გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა და ჰყავს სპეციალისტები. მათივე თქმით, ლაბორატორიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ადგილზევე შემოწმდეს სასმელი წყლის ვარგისიანობა.