19 | 12 | 2018

უფასო კვება მზურნველობამოკლებულთათვის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბატონი ზაზა ურუშაძის იდეა იყო, რომ კვირაში ორი დღით უფასო საკვები მიწოდებოდათ სოფლებში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს. როგორც გაირკვა, ასეთი სულ 40-მდე ადამიანია.
იდეა დღეს განხორციელდა და ამ ადამიანებისთვის უფასო სადილის გადაცემას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თავად დაესწრო.
შუხუთში უფასო სადილი ომარ მოქიას და ლამარა იმნაიშვილს გადაეცა.
„მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა სულმოუთქმელად დაველოდები მეორე დღეს, როცა ისევ მივიღებ ცხელ კერძს. გაგახაროთ ღმერთმა“ - გვითხრა ომარ მოქიამ, რომელსაც თვალები ცრემლებით აევსო ამ სიტყვების თქმის დროს.
ნიგოითში ნუნუ გორგილაძეს, ლენა გოგუაძესა და ნური ფირცხალაიშვილს ვესტუმრეთ. უმძიმეს მდგომარეობაში მცხოვრებ ადამიანებისთვის კვირაში ორჯერ ცხელი სადილის უფასოდ მიტანა ნამდვილად სამადლო საქმეა და ასე გვითხრეს კიდეც მასპინძლებმა.
ლენა გოგუაძის ოჯახში უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა. გამგებელმა და გამგებლის წარმომადგენელმა ვასილ აბუსერიძემ გადაწყვიტეს, რომ დედა-შვილს დახმარება გაუწიონ.
როგორც უკვე აღვნიშნეს, უფასო საკვები ადამიანებს კვირაში ორჯერ მიეწოდებათ. 
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, საკვების მომზადება და მიწოდება მოხდება ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ანგარიშებიდან.
დღესვე უფასო სადილი გადაეცათ ასევე აცანა, აკეთსა და მამათში მცხოვრებ 11 ადამიანს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია