10 | 12 | 2018

სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის უფროსი მოსახლეობას შეხვდა

6 ივლისს ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი კახაბერ ღლონტი და ლანჩხუთის სატყეო უბნის უფროსი ნუგზარ ჩხაიძე ნიგოითის და შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად დაისახა არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, კერძოდ, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებული გამოყოფილი ტყე-კაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსის გაცნობა. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, კერძოდ, გამგებელი ზაზა ურუშაძე ყველაფერს ეცდება, რომ ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია