შუხუთში სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პარასკევი, 08 ივლისი 2016 09:30

6 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლის ცენტრში „სოფლის პროგრამის ფარგლებში“რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 11 733 ლარია. სამუშაოებს შპს „იმედი“ აწარმოებს.