17 | 12 | 2018

გამგებელი ზაზა ურუშაძე აკეთის მოსახლეობას შეხვდა

8 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე, ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი მანუჩარ ღლონტი და საკრებულოს დეპუტატი გიორგი მორჩილაძე ესწრებოდნენ.
აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში დაიხარჯა 49 234 ლარი. აკეთში მდინარე სუფსის ადიდების გამო მოსახლეობის საყანე ფართობები იტბორებოდა. ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, აკეთის მცხოვრებლებს ეს პრობლემა მთლიანად მოუგვარდათ. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 2 390 870 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „ვლად ნეფტ პროდუქტმა“ შეასრულა. აკეთის ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 149 206 ლარია.
2013-2015 წლებში აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო ჯამში დაიხარჯა 2 816 120 ლარი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გასულ წელს 153 129 ლარის ღირებულების სამუშაო ჩატარდა. ინფრასტრუქტურული პროექტებში - 171 780 ლარი, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 2 483 211 ლარი დაიხარჯა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შეხვედრაზე აღნიშნა: „2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულისთვის გამოყოფილი იყო 45 549 ლარი. პროგრამის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები: ჭანჭათში, ქვემო აკეთში, ზემო აკეთში, გაგურში ბეტონის გზის დაგება განხორციელდა. ჩატარდა შიდა გზის აღდგენითი სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა“.
ცისანა ჩხაიძე-ჯაშმა მადლობა გამოხატა ხელისუფლების მისამართით. მისი თქმით, ბევრი რამ გაკეთდა აკეთში. მან მადლობა გადაუხადა გამგებელს თანადგომისთვის.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მოითხოვეს საბავშო ბაღში ჯგუფის დამატება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა, ახალი სასწავლო წლიდან აკეთის სააღმზრდელო ჯგუფს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატება.
რომან ჩიჩუამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის წარმომადგენელსა და დეპუტატს სოფლისთვის გაწეული დახმარებებისთვის.
ბატონმა ზაზამ ამომწურავად უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია